გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნარკორეალიზატორი 10 000 დოლარის ნარკოტიკის გაყიდვის დროს აიყვანეს

6-12-2017

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა 10 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, ნარკოტიკულ საშუალება „ამფეტამინის“ 996 აბს ყიდდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გაყიდული ნარკოტიკის საერთო წონა 50,2697 გრამი იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერაცია ბათუმში ჩაატარა, დაკავებულია 48 წლის მამაკაცი. სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა, რომელიც ნარკოტიკს ასევე თურქეთის მოქალაქეზე ყიდდა. 

პოლიციამ ფული და დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღებას გულისხმობს.