გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არჩილ თალაკვაძე: შერჩევითი მიდგომა აზიანებს სამოქალაქო საზოგადოების იდეას

8-10-2018

პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცადებით, „რუსთავი2“-ის დირქტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქ-პოსტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქცია აუცილებელი იყო.

 

„წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს. არჩევნების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის, როცა ტელევიზია საარჩევნო სუბიექტს ღიად ემუქრება. ამაზე სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია აუცილებელი იყო. სხვა მაგალითებიც დაგროვდა ბოლო პერიოდში, რაზეც  რეაქცია არ არის, ან მიკერძოებულია და ეს ძალიან შემაშფოთებელია. შერჩევითი მიდგომა აზიანებს სამოქალაქო საზოგადოების იდეას.

 

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ესე იგი რაღაცას სწორად არ აკეთებთ მეგობრებო“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.