გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია ვოლსკი: კითხვები ოქუაშვილის მიმართ უნდა არსებობდეს და არა იმ ხალხის მიმართ, ვინც სურათები გადაიღო, სადაც დღის სინათლეა, თუმცა საღამოს 8 საათი

8-10-2018

პარლამენტის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ბიზნესმენი, ზაზა ოქუაშვილის მძიმე მდგომარეობაშია და მას თავდასაცავად სკანდალური განცახდებების გაკეთება დარჩა.

 

„მე ვფიქრობ, ზაზა ოქუაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას დაცვის ერთადერთ საშუალებად  სკანდალური განცხადებების გაკეთება დარჩა, რომელსაც ადვილად აიტაცებენ ხოლმე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზეა მთელი ორიენტაცია გადასული. საფრანგეთში, ინგლისში იქნება თუ სხვაგან, საქართველოს ბიზნესმენების მიმართ აქვს დამოკიდებულება, რამაც განაპირობა საქართველოში არბიტრაჟის საერთაშორისო სასამართლოს ფილიალის შექმნაზე მიღებული გადაწყვეტილება და ეს არის ალბათ, ყველაზე კარგი ინდიკატორი და ყველაზე კარგი პასუხი იმაზე, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენებს.

 

ძალიან უშნო ოპერაციაა ჩატარებული, შექმნა უცნაური ორგანიზაცია, შემდეგ გადმორიცხა ფული, შემდეგ იქ ჩანთებით ფული გაიტანა და კითხვები თუ არსებობს, ოქუაშვილის მიმართ უნდა არსებობდეს და არა იმ ხალხის მიმართ, ვინც აკანკალებული ხელით რაღაც სურათები გადაიღო, სადაც დღის სინათლეა, თუმცა საღამოს 8 საათი,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.