გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ბოლო წლებში პარტნიორულ ურთიერთობაზე საუბარი აღარც არის - აშშ-ის ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებებში საქართველოს მიმართ ვასალური დამოკიდებულება არსებობს

16-04-2024

 „აუცილებლად გულისტკენით უნდა ითქვას, რომ ამერიკის, იმ სახელმწიფოს მაღალჩინოსანი, რომლის დამფუძნებელმა მამებმაც ამერიკის სახელმწიფო თავისუფლებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე შექმნეს, რათა ხელისუფლების შტოები დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, სხვა ქვეყანას, ამ შემთხვევაში, საქართველოს მიუთითებს თუ რომელი მოსამართლე დაინიშნოს და რომელი - დასანქცირდეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, გამოეხმაურა.

 

„საზოგადოებას შეგვიძლია შევახსენოთ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, რომელთა მიხედვითაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული მართლმსაჯულება მოწინავე პოზიციებზეა. სტრასბურგის სასამართლოში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება შვიდჯერ შემცირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ ქართული საზოგადოების ნდობა იზრდება. ამას გარდა, თუ შევადარებთ ამერიკის საზოგადოების ნდობას ამერიკის სასამართლოს მიმართ, კარგად გვახსოვს, რომ კვლევაში ნაჩვენები იყო, ამერიკის მართლმსაჯულებას დაახლოებით ხუთი ადამიანიდან ერთი რომ ენდობოდა.

 

აუცილებლად გულისტკენით უნდა ითქვას, რომ ამერიკის, იმ სახელმწიფოს მაღალჩინოსანი, რომლის დამფუძნებელმა მამებმაც ამერიკის სახელმწიფო თავისუფლებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე შექმნეს, რათა ხელისუფლების შტოები დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, სხვა ქვეყანას, ამ შემთხვევაში, საქართველოს მიუთითებს თუ რომელი მოსამართლე დაინიშნოს და რომელი - დასანქცირდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში აბსოლუტურ უთანასწორობას ვხედავთ - პარტნიორულ ურთიერთობაზე საუბარი აღარც არის.

 

ვხედავთ იმას, რომ აშშ-ის ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებებში საქართველოს მიმართ ვასალური დამოკიდებულება არსებობს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.