გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვასილ მაღლაფერიძე: ვთქვათ და პარლამენტს შიგნიდან ძალადობით და გარედან ზეწოლით ხელი გადაუგრიხეს და ეს კანონი არ მიაღებინეს, ეს ვინმეს დემოკრატია და ევროპული გზა ჰგონია?!

17-04-2024

“ვთქვათ და საქართველოს პარლამენტს შიგნიდან ძალადობით და გარედან ზეწოლით ხელი გადაუგრიხეს და ასე ძალის-ძალად ეს კანონი არ მიაღებინეს, ეს ვინმეს დემოკრატია და ევროპული გზა ჰგონია?! ანუ ჩვენი პარლამენტი აღარ გვჭირდება?!”- ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

 

როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, თუ ძალადობის გზით აიძულეს პარლამენტს რაიმეს მიღებას ან არმიღებას, ამით, ფაქტობრივად, ვაუქმებთ პარლამენტს. ასევე, მაღლაფერიძე აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნავს:”ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ამით შეშფოთებულთა ხმები რომ არ ისმის, ვითომ ესეც ევროპისკენ სლვის ნიშანია?!”

 

“ვთქვათ და საქართველოს პარლამენტს შიგნიდან ძალადობით და გარედან ზეწოლით ხელი გადაუგრიხეს და ასე ძალის-ძალად ეს კანონი არ მიაღებინეს, ეს ვინმეს დემოკრატია და ევროპული გზა ჰგონია?! ანუ ჩვენი პარლამენტი აღარ გვჭირდება?! საერთოდ აზროვნებაც აღარ გვჭირდება?! ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, ხშირ-ხშირად რომ ვიმეორებდით, ასე ღიად ქარს გავატანეთ?!

 

გარედან გვეტყვიან, როგორ უნდა ვიცხოვროთ საკუთარ ქვეყანაში? რა უნდა დააშავოს რომელიმე კანონმა ისეთი, რა დარტყმასაც იღებს სახელმწიფო იმით, რომ ისედაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების მეთაურებს მიმართავს, ზემოქმედება მოახდინეთ ჩემი ქვეყნის პარლამენტზე, რომ მან რომელიღაც კანონი არ მიიღოსო. გამოდის, არც კონსტიტუცია ნიშნავს რამეს, არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი!

 

თუ ეს კანონი მართლაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რამდენიმე თვეში არჩევნებია და მოსახლეობა ისეთ პარლამენტს აირჩევდა, რომელიც შეცვლიდა ამ კანონს, თუ არა ვიცხოვრებდით ამ კანონით.

 

ევროპული დემოკრატია ასე მუშაობს და ამიტომ გვინდა ევროპა. მაგრამ თუ ძალადობის გზით აიძულეს პარლამენტს რაიმეს მიღებას ან არმიღებას, ამით, ფაქტობრივად, ვაუქმებთ პარლამენტს. პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ახლა პარლამეტის გაუქმებას ცდილობენ და ასე ევროპაში კი არ წავალთ, ძლივს შეკოწიწებულ სახელმწიფოს ძირს გამოვუთხრით და დავშლით.

 

P.S. ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ამით შეშფოთებულთა ხმები რომ არ ისმის, ვითომ ესეც ევროპისკენ სლვის ნიშანია?!”- წერს ვასილ მაღლაფერიძე.