გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ

17-04-2024

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.


მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე წლისა და საშუალოვადიანი პერიოდის მაკროეკონომიკური/ფისკალური პარამეტრები და მონეტარული პოლიტიკის საკითხები.


როგორც აღინიშნა, გასული წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის და მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის ფისკალური პარამეტრები დაუბრუნდა უსაფრთხო დონეს. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მიერ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესწორდა ზრდის მიმართულებით და ამჟამად 5.7%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.


საუბარი შეეხო სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობას და ამ მიმართულებით სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას.


შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.