გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

8-10-2018

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, დღეს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის თ.ო-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 6300 ლარის ღირებულების არდეკლარირებული მობილური ტელეფონები (iPhone Xs 64 GB, iPhone X 256GB და iPhone X 64GB) აღმოაჩინეს.


მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, 6300 ლარით დაჯარიმდა.


ipn.ge