გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი საბა ინწკირველს: პონტოელი პილატესავით „ხელები დაგიბანიათ" და „ტრანსგენდერთა სულიერების ქვეყნიდან" ჩვენს სამშობლოში თავისუფლებისა და ღმერთის დაცვაში დღეს ასე აქტიურად გვიშლით ხელს

17-04-2024

„გვესმის, რომ არ ხართ მარტო - თქვენს გვერდითაა პეტრე ცაავა, ილია ჭიღლაძე, თამაზ ლომიძე, ზაზა თევზაძე, პეტრე კვარაცხელია და ა.შ. მაგრამ მივმართავ დანარჩენებსაც - ნუ იტანჯებით! მიბაძეთ საბა ინწკირველს! გამოდით კულუარებიდან, ხომ თვლით რომ თქვენი დრო დადგა!" - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ეხმიანება ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის საბა ინწკირველის მოწოდებას. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ გაწვევა გონივრული იქნებოდა.


„მოგიწოდებთ დანარჩენებსაც - ეს ეპისკოპოსიც დიდი ხანია წვალობს და არაჰუმანურია, საკუთარ თავში წლობით მალავდე იმას, რითაც ათასობით ადამიანი შეგყავს შეცდომაში. ერთსაც კი ნუ დააბრკოლებო - ბრძანებს უფალი, აქ კი რამხელა აუდიტორია გელოდება! ამერიკაში ბრძანდებით და უშედეგოდ ველოდებოდი თქვენს თანადგომას იმ ამერიკელი ქრისტიანების მიმართ, ვისაც თქვენმა საამაყო პოლიტიკურმა გარემომ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული „ტრანსგენდერთა ხილვადობის ზეიმად" ჩაანაცვლა.


პონტოელი პილატესავით „ხელები დაგიბანიათ" და „ტრანსგენდერთა სულიერების ქვეყნიდან" ჩვენს სამშობლოში თავისუფლებისა და ღმერთის დაცვაში დღეს ასე აქტიურად გვიშლით ხელს. გვესმის, რომ არ ხართ მარტო - თქვენს გვერდითაა პეტრე ცაავა, ილია ჭიღლაძე, თამაზ ლომიძე, ზაზა თევზაძე, პეტრე კვარაცხელია და ა.შ. მაგრამ მივმართავ დანარჩენებსაც - ნუ იტანჯებით! მიბაძეთ საბა ინწკირველს! გამოდით კულუარებიდან, ხომ თვლით რომ თქვენი დრო დადგა! ჭკუა ასწავლეთ თქვენს მოხუცებულ პატრიარქს, ორ სკამზე ერთდროული ჯდომით გაგვაოცეთ! და კიდევ, თქვენს განცხადებაში, მეუფე, „უნდა ავღნიშნო" გიწერიათ - "აღვნიშნო" უნდა ყოფილიყო, შეასწორეთ," - წერს დავით ქართველიშვილი.