გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ურეიტინგო "პარტიუგების" ე.წ. ლიდერებს მოუწევთ "ნაცების" სიაში გაფორმება, სხვაგვარად უფრო დაიკარგებიან, ე.წ. ალიანსები და ე.წ. საერთო პლატფორმები ბლეფია

17-04-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა, ყველამ გვერდზე გადადოს ყველანაირი ამბიციები და წყენა და საერთო სიის გზით სიარული შესთავაზა.


აბაშიძის თქმით, ამ განცხადებით დამტკიცდა ის, რომ ურეიტინგო პარტიებს "ნაცმოძრაობის" სიაში მოუწევთ გაფორმება, კეზერაშვილისა და ხაბეიშვილის გვერდით.


"რისი დამტკიცებაც საჯაროდ გვინდოდა - ურეიტინგო "პარტიუგების" ე.წ. ლიდერებს მოუწევთ "ნაცების" სიაში გაფორმება, სხვაგვარად უფრო დაიკარგებიან.

ე.წ. ალიანსები და ე.წ. საერთო პლატფორმები ბლეფია. პროპორციულ არჩევნებში (ბარიერი 5%) ინდივიდუალურად მონაწილეობენ მხოლოდ პარტიები, ბლოკები არ შეიძლება.


ჰოდა, "აზრის გიგანტებო", ამბიციები დაიოკეთ და გიორგი (ჭიჭე) ვაშაძის მსგავსად, ჩაეწერეთ #5-ში, ავაზაკ კეზერაშვილთან და "ერუდიტ" ხაბეიშვილთან" - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.