გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია– „მონიტორინგი ჰიდროელექტროსადგურების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისათვის“ გაიმართა

17-04-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა (KIT) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეომეცნიერებებისა და ჰიდრავლიკური ინჟინერიის დარგების წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით თსუ-ში გერმანულ - ქართული პროექტის (DAMAST) ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციაზე „მონიტორინგი ელექტროსადგურების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისათვის“  ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შეიკრიბნენ, რომლებიც იკვლევენ ენგურის მაღლივ კაშხალს და მის მიმდებარე ტერიტორიას თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიების გამოყენებით, განიხილავენ DAMAST- ის პროექტების დროს განხორციელებულკვლევითაქტივობებს და სამომავლო საკითხებს, რომლებიც დაისახა კაშხლების, როგორც უსაფრთხო, ეროვნული ენერგიის წყაროს გრძელვადიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და კავკასიაში ენერგიების გარდაქმნის ხელშესაწყობად. დღესდღეობით კვლევებმა აჩვენა, რომ არსებულ პირობებში ენგურჰესის მოქმედების ვადა ამოიწურება 28-32 წელიწადში. რის შედეგადაც საქართველო კარგავს ელექტროენერგიის 40%. ამ გათვლებში არ არის გათვალისწინებული გლობალური დათბობა და კლიმატური ცვლილებები.

 

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოში გერმანიის საელჩოს, თბილისში BMBF-Projektträger-ის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერებს, სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქართულ-გერმანულ პროექტში. „ჩვენმა სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საველე სამუშაოებში. მათ მიეცათ შესაძლებლობა გერმანელ და ქართველ მეცნიერებთან ერთად მიეღოთ კარგი გამოცდილება პრაქტიკულ საქმიანობაში. ასევე პროექტის ფარგლებში დაგროვილმა მონაცემებმა და ცოდნამ საშუალება მისცა ახალგაზრდებს წარედგინათ ინდივიდუალური სამეცნიერო პროექტები შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. მომზადდა ერთობლივი პუბლიკაციები საერთაშორისო იმპაქტ ფატორის მქონე ჟურნალში. სწორედ ასე შეიძლება აღიზარდოს კაშხლების უსაფრთხოების სპეციალისტების მომავალი თაობა საქართველოში“, -განაცხადა კახაბერ ჭეიშვილმა.

 

კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო დასავლეთ კავკასიაში DAMAST და DAMAST-Transfer პროექტების ფარგლებში (2019-2024) განხორციელებულ უახლეს გეომეცნიერულ და ტექნიკურ სამუშაოებს, რომლებიც დაფინანსდა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს BMBF-ის მიერ.

 

DAMAST– ის პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს წყალსაცავებთან დაკავშირებული საფრთხის სისტემურ შემცირებას და მათ გრძელვადიან და ეფექტურ მუშაობას. მაგალითად, მონიტორინგის კონცეფციების შემუშავებას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას  მსგავს რეგიონებში.

 

პროექტის ფარგლებში მოხდა ინოვაციური მონიტორინგის სისტემების გამოყენება: კერძოდ, ხორციელდებოდა სეისმოლოგიური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური გეოდეზიური მონიტორინგი; დეტალური გეოლოგიური მონაცემების მოპოვება, ტბის დანალექისა და კაშხლის სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების გაზომვა, დახასიათება.

 

DAAD- STG პროექტის მიხედვით, თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტები დაახალგაზრდა მეცნიერები სარგებლობენ გაცვლითი პროგრამებით დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისთვის (2022 -2025). ამ პროექტის მთავარი მიზანი არის იმ დარგებისა და მიმართულებების განვითარება რომელიც მნიშვნელოვანია არამარტო ჰესების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, არამედ ზოგადად, უსაფრთხო მშენებლობისთვის და რომელთაგანაც ზოგიერთი ჩვენთან არ არის ან სუსტად არის განვითარებული, ასევე, იმ ახალი ტექნოლოგიების ათვისება და მონაცემთა ანალიზი, რომელიც დაინერგა წინა ორი პროექტის ფარგლებში. ამ მიზნით, თსუ-ს და სტუ-ს სტუდენტები, მაგისტრები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მეცნიერები მომდევნო ოთხი წლის მანძილზე გაემგზავრებიან კარლსრუეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად. ასევე, ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობას მიიღებენ საველე სამუშაოებში. მათთვის ქართველი და გერმანელი მეცნიერები ატარებენ ტრენინგებს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებით.

 

პროექტის განხორციელების პერიოდში გერმანულმა მხარემ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა ხელსაწყოები: სეისმოგრაფები; ოთხი მოქმედი სეისმური სადგური, პოსტჰოულის ტიპის სეისმომეტრებით -Trillium Compact Posthole 20s [TC20PH2] Seismometer; GNNS მუდმივმოქმედი სადგურები -GNSS receiver Leica GM30 + GNSS antenna Leica AS (გლობალური პოზიციონირების სატელიტური სისტემის სადგურები); ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი 2000 მ- რომელიც დაინსტალებულია ენგურჰესის მარცხენა სანაპიროზე; აკუსტიკური ტელეხედვის კაროტაჟული ხელსაწყო.

 

კონფერენციის შემდეგ,მონაწილეები ეწვევიან ენგურის მაღლივ კაშხალს.