გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: ფეხბურთი, სპორტი და ნებისმიერი წარმატება ფეხებზე ჰკიდიათ-სწორედ გამჭვირვალობის კანონი შეძლებს, ნათელი მოჰფინოს და პრევენცია მოახდინოს ასეთი უსამშობლო ორგანიზაციების გამოვლენაში

17-04-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას ეხმიანება, სადაც მოქალაქეები სპორტსმენებს პოსტის დაწერისკენ მოუწოდებენ.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამათ ხომ ფეხბურთი, სპორტი და ნებისმიერი წარმატება ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ დავალების შემსრულებელი მონები არიან?! მისივე თქმით, სწორედ გამჭვირვალობის კანონი შეძლებს, ნათელი მოჰფინოს და პრევენცია მოახდინოს ასეთი უსამშობლო ორგანიზაციების გამოვლენაში.


„მეტი რაღა არგუმენტია საჭირო თუ რა მასშტაბის სიბინძურესა და პროვოკაციასთან გვაქვს საქმე?! ამათ ხომ ფეხბურთი, სპორტი და ნებისმიერი წარმატება ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ დავალების შემსრულებელი მონები არიან?! ვინ და რამდენს უხდით, ამ ბინძურ კამპანიაში?! სწორედ გამჭვირვალობის კანონი შეძლებს, ნათელი მოჰფინოს და პრევენცია მოახდინოს ასეთი უსამშობლო ორგანიზაციების გამოვლენაში. ჰოდა არანაირი უკანდახევა, კანონის აუცილებლობა უკვე ეგზისტენციალური საკითხი გახდა, რომ ასეთი საზოგადოებრივი სარეველები აღარ გამრავლდნენ!“-წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.