გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი ნაცმოძრაობას: ქუჩაში კლავდით ადამიანებს და შემდეგ მაღაზიის თავზე აწყობდით - აი ეს არის თქვენი სახე

17-04-2024

“ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენი შს მინისტრი და ლიდერი ვანო მერაბიშვილი როგორ ითხოვდა, ორი გვამი მინდაო და შეუსრულეს კიდეც მოთხოვნა - დახვრიტეს კრიალაშვილი და ოთანაძე ძლივს გადაურჩა სიკვდილს,” - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვისას.


სუბარმა შეახსენა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები და აღნიშნა, რომ ისინი სასტიკად არბევდნენ მშვიდობიან აქციებს, მათ შორის, მოქალაქეების მსხვერპლის ფასად.


„აქ ყველაფერზე საუბრობენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გარდა და ჰგონიათ, რომ თუ ხმამაღლა იხავლებენ, გადაფარავენ კანონის შინაარსს, მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ. ევროპა არის საქართველო, თქვენ კი იყვირეთ, იყვირეთ. სწორედ ეს დავალება გაქვთ. თქვენ საუბრობთ გუშინდელ მიტინგზე, ჩვენ კი ძალიან კარგად გვახსოვს 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციაზე პარლამენტის წინ თქვენს მიერ მოკლული ორი ადამიანი, რომელთა ცხედრებიც შემდეგ მაღაზიის თავზე შემოდევით და ერთ-ერთის მეუღლეს უთხრით, თუ ხმას ამოიღებ, ან ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვ, მაშინ შენს შვილს, რომელიც ციხეშია, მოვკლავთ და სახლში მოგისვენებთო. ბუნებრივია, ამ ადამიანმა ხმა ვეღარ ამოიღო. აი ეს არის თქვენი სახე - ქუჩაში კლავდით ადამიანებს და შემდეგ მაღაზიის თავზე აწყობდით.


ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენი მინისტრი და თქვენი ლიდერი ვანო მერაბიშვილი, როგორ ითხოვდა, ორი გვამი მინდაო და შეუსრულეს კიდეც მოთხოვნა - დახვრიტეს კრიალაშვილი და ოთანაძე ძლივს გადაურჩა სიკვდილს. გუშინ დევი ჭანკოტაძე, თქვენი გენერალი საუბრობდა, აქ შეიძლება ადამიანი მოკვდესო და ამას ამბობს ადამიანი, რომელიც რუსთაველის გამზირიდან ზარბაზანს ესროდა ამავე შენობაში მყოფ ლეგიტიმურ ხელისუფლებას.


დღეს კი ქალბატონი ეკა ხერხეულიძე, რომელიც მაშინ ამავე დარბაზში იყო პრეზიდენტ გამსახურდიას გვერდით, დღეს იმ ადამიანის გვერდით ზის, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას ზარბაზანს ესროდა და დღესაც ასეთი იმუქრება მკვლელობით. 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც საბჭოთა იმპერიის ყველაზე სასტიკმა სპეცრაზმმა დაგვარბია, აქ ვიდექი, რუსთაველის გამზირზე, რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ. აქ იდგნენ ჩემი კოლეგები, მათ შორის ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა მიტინგს და მაშინაც კი, რუსულმა ჯარმა არ გადაუკეტა მომიტინგეებს ყველა გასასვლელი, როგორც ეს თქვენმა ხელისუფლებამ გააკეთა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისას. თქვენმა ხელისუფლებამ კი ქუჩების, გასასვლელების გადაკეტვის ბრძანება გასცა, რომ არავინ გაქცეულიყო. სურვილი გქონდათ, უსასტიკესად დაგესაჯათ ქართველი ხალხი და ამიტომაც ქართველმა ხალხმა მიგიჩინათ ადგილი ისტორიის სანაგვეზე“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.