გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება გარდაუვალია

8-10-2018

პარლამენტის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გარდაუვალია.


მისივე თქმით, მმართველი პარტიის შიდა კვლევების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი ყველა მონაცემით ლიდერობს.


„პარტიული კვლევების საფუძველზე არ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი კვლევები, მაგრამ მის დეტალიზაციას არ ვახდენთ რადგან, ბუნებრივია, რომ საზოგადოების მხრიდან სუბიექტურად აღიქმება. თუმცა, ყველა მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს და მისი გამარჯვება 28 ოქტომბერს არის გარდაუვალი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.