გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კობახიძე: დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ თუ დღეს მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია, საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი", „სირცხვილია" ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია, ხვალ გავაგებინოთ, საიდან მიიღო ეს ფული და რაში დახარჯა

17-04-2024

დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის, რომ დღეს რომ არ აქვს მოქალაქეს ინფორმაცია, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი", „სირცხვილია" ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია, ინტერესი არის ის, რომ ხვალ გავაგებინოთ, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ფული და რაში დახარჯა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, არავის უხარია გამჭვირვალობა, როცა ფულს ხარჯავს.


„მაგალითად, ჩვენ მთავრობაში ჩვენი ინიციატივით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენც გვქონდა გაცნობიერებული, რომ გამჭვირვალობას მოსდევს თავისი რისკები. მაგალითად, როგორც კი მივიღე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა განკარგულება უნდა გასაჯაროებულიყო, ერთ კვირაში ერთ-ერთმა ტელევიზიამ, მართალია უსაფუძვლოდ, მაგრამ ააგორა სპეკულაცია ერთ-ერთ განკარგულებასთან დაკავშირებით. უხერხულობას ჩვენც გვიქმნის ეს, მიუხედავად იმისა, რომ სუფთად ვაკეთებთ ყველაფერს. არც ერთ ფულის გამცემს არ უხარია გამჭვირვალობა, შესაბამისად ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი ინტერესები გვაქვს. დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის, რომ დღეს რომ არ აქვს მოქალაქეს ინფორმაცია, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი", „სირცხვილია" ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია, ინტერესი არის ის, რომ ხვალ გავაგებინოთ, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ფული და რაში დახარჯა ეს ფული", - განაცხადა პრემიერმა.


ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს პროექტები, რომლებიც ემსახურება მაგალითად სოფლის მეურნეობის გაძლიერებას საქართველოში და ამ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაცია, რომელიც ამ მიზნით იღებს უცხოურ დაფინანსებას, ატარებს უცხოური ძალის კეთილშობილურ ინტერესს.


„არსებობს უცხოური ძალა, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ევროკავშირი, აშშ-ის მთავრობა და ა.შ. მას აქვს ინტერესი, რომ საქართველოში განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ამ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაცია ატარებს უცხოური ძალის ამ კეთილშობილურ ინტერესს. როდესაც მთავრობა დააფინანსებს მაგალითად სოფლის მეურნეობას, ეს იქნება ჩვენი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობას გააძლიერებს ქვეყანაში, მაგრამ თუ მთავრობა დააფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც მიზნად დაისახავს მაგალითად, პირობითად რომელიმე რელიგიურ გაერთიანებაზე თავდასხმას, ესეც იქნება ჩვენი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, მაგრამ იქნება ცუდი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. გამჭვირვალობის მთავარი ინტერესი რა არის - ხალხმა უნდა გაარჩიოს, სად არის კარგი ინტერესი და სად - ცუდი ინტერესი. დარწმუნებული ვარ, ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი, პირობითად 70-80% იხარჯება სწორედ კარგ ინტერესებზე - სოფლის მეურნეობა, შშმ პირები და ა.შ. მაგრამ 20-30% სადაც ფული იხარჯება ცუდ ინტერესებზე. დღეს საქართველოს მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.