ელექტრონული ტენდერები ავტომანქანების შესყიდვისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 5 დეკემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 11 დეკემბერს დაიწყება და 13 დეკემბერს, 13:00 საათზე დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, 2 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომანქანა 2008-2009 წლების შემდეგ უნდა იყოს გამოშვებული, ხოლო დანარჩენი 3 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა - 2011 წლის შემდეგ. ავტომანქანებს უნდა ჰქონდეს ავტომატური გადაცემათა კოლოფი, უსაფრთხოების ბალიშები და ტყავის სალონი.
ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი თანამდებობას 2017 წლის 12 ნოემბრიდან იკავებს. მანამდე, 2016 წლის 21 ნოემბრიდან, იგი იმავე მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, 2014 წლის 30 ივლისიდან კი გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
წყარო: reginfo.ge