გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ჩვენი „პარტნიორი“ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთ ზეწოლას, ალბათ მეტი სიმართლის თქმა მოგვიწევს მომავალში; სათქმელი კი, ნამდვილად, ძალიან ბევრია

17-04-2024

„მთელი ეს წივილ-კივილი ოპოზიციიდან ერთადერთ რამეს ემსახურება - ამერიკის ბატონობის შენარჩუნებას საქართველოში. ბატონობის და არა - პარტნიორობის; უსიტყვო მორჩილების და არა - თანასწორუფლებიანობის... ემსახურება საქართველოს საომარ პოლიგონად გადაქცევას და არა - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას; LGBT იდენტობის გაბატონებას და არა - ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.


მისი თქმით, თუკი საქართველოს „პარტნიორი“ სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ზეწოლას, რათა ქვეყანამ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს, ალბათ მეტი სიმართლის თქმა მოუწევს როგორც მმართველ გუნდს, ასევე - „ხალხის ძალას“.


„მსგავსი კანონის მიღებით საფრანგეთმა რეალურად ბრძოლა დაიწყო სუვერენიტეტისათვის, რომელიც, როგორც ჩანს, ამ გადაღებილ პოლიტიკაში არ ჩანდა. ამ გზას ადგას მთლიანად ევროკავშირი, რადგან იქაც განიხილება მსგავსი და კიდევ უფრო მკაცრი კანონი. ამერიკის პოლიტიკური გავლენა ძალიან დიდია ევროპაში და როგორც ჩანს, იქაც პარტნიორობა მბრძანებლობაში გადავიდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ამ კანონის მიღება მთელს ევროპაში.


გაუძლებს თუ არა ევროპა ამერიკის ზეწოლას? ახლა გამოცდას მარტო საქართველო კი არა, ევროპაც გადის. ფაქტია, „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით ზედმიწევნით გაკეთებული განცხადებები ევროპიდან თავისით არ მოდის. ეს ვიცით ყველამ. ისიც ვიცით, რომ ევროკავშირს უნდა აწყობდეს ამ კანონის მიღება საქართველოში ერთიანი პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის.


თუკი ჩვენი „პარტნიორი“ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთ ზეწოლას, ალბათ მეტი სიმართლის თქმა მოგვიწევს მომავალში. სათქმელი კი ნამდვილად ძალიან ბევრია“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.