გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ოპოზიცია იმ პროექტის შემსრულებელი და ნაწილია, რომლის მიხედვითაც საქართველო გლობალური ომის პარტიის ინტერესებს უნდა ატარებდეს

18-04-2024

„რადიკალური ოპოზიცია ყველაზე ნიშანდობლივად და მკაფიოდ შეაფასა დათო მაღრაძემ, როცა მათ პროექტის ნაწილი უწოდა“,  -  ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია იმ პროექტის შემსრულებელი და ნაწილია, რომლის მიხედვითაც საქართველო გლობალური ომის პარტიის ინტერესებს უნდა ატარებდეს.


„პროექტის ნაწილობა ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ, რასაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, დაწერა პროექტი და ამ ადამიანებს, რადიკალებს დაუკვეთა, რომ ეს პროექტი შეასრულონ. ეს რადიკალები რაღაცას ასრულებენ, რაღაცას - ვერ, მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ისინი პროექტის შემსრულებლები არიან. იმიტომ აქვთ შუშის თვალები. განა მათ არ ესმით, რომ ეს კანონი გამჭვირვალობის შესახებაა, მაგრამ პროექტს არ შეესაბამება ასეთი კანონი. იმ პროექტს, რომელიც გულისხმობს, რომ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები უნდა მართავდნენ საქართველოს, ან ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება უნდა იზიარებდეს ამ პროექტს. და რადგან დღევანდელი ხელისუფლება ამ პროექტს არ იზიარებს, მიიჩნევენ, რომ მაშინ ის უნდა შეიცვალოს. მორალი, სინდისი და ადამიანობა მათთვის მეორეხარისხოვანია“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.