გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ვინც დღეს ლომჯარიას და გიგაურის დეკლარაციის, ჭიჭეს ფორმა 100-ის და ელისაშვილის „ფსიქოს" გულისთვის საკუთარი სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ტოტს ჭრით - თქვენ გჭირთ პოლიტიკური შიზოფრენია

18-04-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება აქციას, რომელიც გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებს იმ მოტივით, რომ ის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, სწორედ „ნაცმოძრაობის“ დროს ჰქონდა საქართველოს ყველაზე ახლო ურთიერთობები რუსეთთან და სწორედ „ოცნების“ მმართველობის დროს დაიწყო სვლა ევროპისკენ.

 

„ერთხელაც ვეცდები, ალბათ უკანასკნელად. ყველა მცდელობას აქვს თავისი რესურსი. რაშია აქციონერების პოლიტიკური შიზოფრენია: ნაცმოძრაობის რეჟიმი 2003-2008 წ.წ. იყო მუდმივ პოლიტიკურ ურთიერთობაში კრემლთან; 2009-2012 წ.წ. დაკავებული იყო ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გაჩუქებით რუსეთზე; აგვისტოს ომის დროს ორი გუბერნატორი (სამეგრელოს და შიდა ქართლის) მუშაობდა რუსი გენერლების, ჩობანისა და ბორისოვის მძღოლებად და ოფიციანტებად; ქართული ჯარი სააკაშვილის რეჟიმმა დაადანაშაულა რუსეთთან ომის დაწყებაში, ხოლო ომის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივის მამები, სიდედრები და ბიძაშვილები დასაქმდნენ „თელასში", КГБ-ს გენერალ-მაიორ სტეფანიანის საკურატორო თანამდებობებზე; 2012 წელს ბათუმის სამშენებლო ობიექტებზე შემოიტანეს „გაზპრომის" ყაზახური ფული და ა.შ. შეკითხვა: „იყო თუ არა ეს რუსული რეჟიმი?“, შიზოფრენიული პასუხი: „არა! ეს იყო დასავლური დემოკრატიის აყვავების პიკი!“ „ოცნების“ ხელისუფლებას ბოლო 10 წელიწადში შეეძლო შეეყვანა ქვეყანა: СНГ-ში, Таможенный союз-ში, ЕАЭС-ში, ОДКБ-ში და ა.შ. მან კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და დასავლური საკონსტიტუციო ჩანაწერით ქვეყანა მიიყვანა თავისუფალი ვაჭრობის, ვიზალიბერალიზაციის, ევროპული პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის გაფორმებამდე. ხოლო გაწევრიანების პროცესის რეზოლუციის დაინიცირებას ხმა არ მისცეს ნაცდეპუტატებმა. შეკითხვა: „არის თუ არა ეს პროდასავლური რეჟიმი?“, შიზოფრენიული პასუხი: „არა! ესენი არიან პუტინის მონები!“. ამ ორ მოცემულობას შორის ვიღაც არის ძალიან და შესაძლოა, უკურნებლად ავადმყოფი! მათ რიგებში არიან ჩვენი ახლობლები და ამიტომ ეს თემა საღლიცინოდ არ მიღირს! ვინც დღეს ლომჯარიასა და გიგაურის დეკლარაციის, ჭიჭეს ფორმა 100-ის და ელისაშვილის „ფსიქოს" გულისთვის საკუთარი სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ტოტს ასეთი სატანისტური გაშმაგებით ჭრით - თქვენ გჭირთ პოლიტიკური შიზოფრენია, რომელიც შეიძლება სამედიცინო ფორმებშიც გადაიზარდოს და დაცემა იქნება ძალიან მტკივნეული! ჩართეთ აზროვნების უკანასკნელი ნამცეცები! ჩვენ კი მოვხვდებით საოცნებო და ღირსეულ ევროპაში საკუთარი ღირსებით! დღევანდელ ნეხვში, ნარწყევში და სხვისი ფურთხის ლოკვაში არ დარჩეთ!“, - წერს დავით ქართველიშვილი.