გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გია აბაშიძე: ქართველი ერის დაკვეთაა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ასრულებს, ვასალობის ეპოქა დასრულდა, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს პრივილეგიებსა და ანტისახელმწიფოებრივ გრანტებს შეგუებულთათვის

18-04-2024

„ვინც საქართველოს ინტერესებს ემსახურება უცხოური გრანტებით, მათთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენს გამჭვირვალობა, სასოწარკვეთილნი არიან ისინი, ვინც სხვის დაკვეთას ემსახურებიან ავაზაკური მიზნების განსახორციელებლად“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


ანალიტიკოსის თქმით, საქართველოს მართავს არჩეული ხელისუფლება თბილისიდან და არა სხვა რომელიმე დედაქალაქიდან.


„არაერთ ანგარებიანსა და არაკეთილსინდისიერს შინ და გარეთ მოუწევს რეალობასთან შეგუება - ქართველი ერის დაკვეთაა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ასრულებს. ამას 2012 წლიდან ჩატარებული მრავალი არჩევნების შედეგები ცხადყოფენ და ეს კვლავ გამოჩნდება 26 ოქტომბერს.


ვასალობის ეპოქა დასრულდა, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს პრივილეგიებსა და ანტისახელმწიფოებრივ გრანტებს შეგუებულთათვის. ვინც საქართველოს ინტერესებს ემსახურება უცხოური გრანტებით, მათთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენს გამჭვირვალობა.
სასოწარკვეთილნი არიან მხოლოდ ისინი, ვინც სხვის დაკვეთას ემსახურებიან ავაზაკური მიზნების განსახორციელებლად.
საქართველოს მართავს არჩეული ხელისუფლება თბილისიდან და არა სხვა რომელიმე დედაქალაქიდან“-წერს გია აბაშიძე.