გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

18-04-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკურ საკითხებში კიმ ჰი სანგს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების ურთიერთდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საზღვაო ტრანსპორტის, საჰაერო მიმოსვლის დაწყების, ტურიზმისა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.


გენადი არველაძემ დადებითად შეაფასა კორეის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილება 2024 წლის ბოლოს საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მისი თქმით, მუდმივმოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობის ამოქმედება დიდად წაადგება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის პარტნიორულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს ქართველ და კორეელ ხალხებს  შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას.


შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობასაც მოიცავს. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდას, მათ შორის, ქართველ ექსპორტიორებს კორეის რესპუბლიკის დაახლოებით 50-მილიონიან ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეტანის შესაძლებლობას მისცემს.


გარდა ამისა, საუბარი წარიმართა შეთანხმებაზე ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ, რომლის თაობაზე ქვეყნებს შორის მეოთხე რაუნდი 18-19 აპრილს იმართება. აღინიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში და გაზრდის ქართული და კორეულის ბიზნეს წრეების დაახლოებას.


შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის სექტორში და აღინიშნა, რომ რეგულარული პირდაპირი ფრენების დანიშვნა, დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურიზმის მიმზიდველი მიმართულების მიმართ კორეელების მზარდ ინტერესს. კერძოდ, 2023 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან 191 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა 2022 წელთან შედარებით. ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 2021 წლიდან გაფორმებულია საავიაციო სფეროში შეთანხმება.


ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავების მიზნით, მინისტრის მოადგილეები საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისში ჩატარებაზე შეთანხმდნენ.