გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით არქეოლოგიური სემინარი მიმდინარეობს

18-04-2024

ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს არქეოლოგიური სემინარი, რომელიც ეძღვნება ცნობილი არქეოლოგების ამირან კახიძისა და შოთა მამულაძის ხსოვნას.


სემინარი გახსნა სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა, რომელმაც ისაუბრა ძეგლების საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე. კიდევ ერთხელ გაიხსენა აწ გარდაცვლილი არქეოლოგები და აღნიშნა მათი წვლილი როგორც რეგიონის, ისე ისტორიული წარსულის შესწავლის საქმეში.


კონფერენციას ჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


სემინარში მონაწილეობას ღებულობენ, როგორც ბათუმის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების მკვლევრები. წარმოდგენილი მოხსენებები საქართველოს არქეოლოგიის აქტუალურ საკითხებს ეხება და მოიცავს სხვადასხვა თემატიკას - ქვის ხანიდან შუასაუკუნეებამდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბოლო პერიოდის კვლევებსა და შესწავლილ ძეგლებს.