გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პაატა კვიჟინაძე: არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა, რომ მანჯგალაძეს და ვაშაძეს არ ეთქვათ, რუსეთიდან რომ კომპანიები გამოდის, რატომ არ უწყობთ ხელს, ოფშორიდან შემოვიდესო - ახლა ამოატრიალეს, რატომ აკეთებთო გვეუბნებიან

18-04-2024

„არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა, რომ ბატონ პაატას [მანჯგალაძე], რომელიც გავიდა სხდომათა დარბაზიდან და გიორგის [ვაშაძე] არ ეთქვათ, რატომ არ შემოგაქვთ ინვესტიციები, რუსეთიდან რომ კომპანიები გამოდის, რატომ არ უწყობთ ხელს, ოფშორიდან რომ შემოვიდეს - ამას იძახდნენ და ახლა ამოატრიალეს და რატომ აკეთებთო აქეთ გვეუბნებიან. ვინ გააკეთაო? ყველამ გააკეთა შუა აზიით დაწყებული, კავკასიით და ევროპით დამთავრებული და ახლა აშშ-ც აკეთებს, აღარ მინდა ჩავუღრმავდე, ტექნოლოგიურ კომპანიებზე და ელექტრომობილებზე ევროპას რა გაუკეთა” - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე.


როგორც კვიჟინაძემ განმარტა, ოფშორული კომპანიები, რომლებზეც საუბარია, იურიდიულად დასავლეთის ქვეყნებს მიეკუთვნებიან და თავად დასავლეთმაც მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება. მისივე თქმით, კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება იმ კომპანიებს, რომლებსაც საქართველოში აქვთ სარგებელი, ანუ ოფშორში არსებულ ისეთ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში არსებულ კომპანიებსაც მართავენ.


„ყველა ცდილობს თავისთვის, მთელი მსოფლიო ამას აკეთებს, რომ ინვესტიცია, როდესაც ოფშორშია, რომელიც, როგორც გითხარით იურიდიულად ეხება დასავლეთის ქვეყნებს - იქ დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ნელ-ნელა გამოვიდეს სიბნელიდან. მიიღო იმავე დასავლეთმა თავიანთი კანონები, რომ მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი იყოს და ა.შ. ამიტომ, ის ხალხი, ვინც იქ არის, მოინდომეს, ნელ-ნელა გამოვიდნენ ჩვეულებრივ სიტუაციაში - ვინც გინდა ის იყოს, თქვენ სახელებს და გვარებს ამბობთ. რა არის ცუდი იმაში, რომ ოფშორიდან გადმოვა და საქართველოში შეხვალ რეესტრში და ნახავ, რომ აქ არის დარეგისტრირებული. ამაში ცუდი რა არის? აქამდე სხვანაირად იძახდით, ახლა სხვანაირად იძახით. ეს არის ერთჯერადი გადაწყვეტილება, ვიმეორებ არავის არ ეხება ეს, ვინც გინდა შემოიტანოს - ეხება საქართველოში რომ სარგებელი აქვს ისეთს, ანუ თუ ოფშორში აქვს კომპანია, რომელიც მართავს საქართველოში კომპანიას“ - განუცხადა პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.