გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: ოფშორიდან ფულის საქართველოში შემოტანა არის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა - ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?

18-04-2024

„თუ შეუქმნი საშეღავათო პირობებს და თუ მართლა შემოვა ოფშორიდან ეს ფული საქართველოში, დაბანდდება აქ, გაიხსნება საწარმო, შეიქმნება სამუშაო ადგილი, ადამიანი აიღებს ხელფასს, გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, რომელიც შევა ბიუჯეტში; ქონება, რომელიც დაფუძნდება, გადაიხდის ქონების გადასახადს, ბიზნესი გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, დღგ-ს სახით, რომელიც შევა საქართველოს ბიუჯეტში... ეს არის საქართველოს ეკონომიკის წინსვლა და ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.


სოზარ სუბარი გამოეხმაურა ოპოზიციის შენიშვნებს, რომლის მიხედვითაც, კანონმა შესაძლოა გააუარესოს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო და ქვეყანა შავი ფულის სამრეცხაო ინსტრუმენტად იქცეს.


„ნამდვილად არ ვაპირებდი ამ საკითხზე გამოსვლას, იმდენად ნათელი და მარტივია ყველაფერი, მაგრამ მართლა ბნელი ჰგონიათ ეს ხალხი და მართლა ცდილობენ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ.


მარტივად არის საქმე: ფული არის ოფშორში. თუ საქართველოში შემოვა ეს ფული, ამით თურმე საქართველოს მოსახლეობა გადასახადებს და ფულს დაკარგავს. არადა, ის ფული საქართველოში შემოსვლას არ აპირებს, თუ სპეციალურ პირობებს არ შეუქმნი. თუ შეუქმნი საშეღავათო პირობებს და თუ მართლა შემოვა ეს ფული საქართველოში, დაბანდდება აქ, გაიხსნება საწარმო, შეიქმნება სამუშაო ადგილი, ადამიანი აიღებს ხელფასს, გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, რომელიც შევა ბიუჯეტში; ქონება, რომელიც დაფუძნდება, გადაიხდის ქონების გადასახადს, ბიზნესი გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, დღგ-ს სახით, რომელიც შევა საქართველოს ბიუჯეტში... ეს არის საქართველოს ეკონომიკის წინსვლა და ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?


როცა ლაპარაკობენ, რომ ეს გამჭვირვალე უნდა იყოს - გაუმჭვირვალეა სწორედ ის ფული, რომელიც არის ოფშორში და თუ შემოვა ქვეყანაში, ის ავტომატურად გამჭვირვალე გახდება.


როცა „პანამა ფეიფერთან“ კავშირში ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, ძალიან კარგად ვიცით ბიძინა ივანიშვილმა როგორ იშოვა ფული, მაგრამ ამ „პანამა ფეიფერსის“ ქაღალდებზე გამოჩნდა ძალიან ბევრი ქართული სახელი. მაგალითად, დავით კეზერაშვილი, რომელიც არის ყაჩაღი, მძარცველი და ქურდი ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების. ასევე, გამოჩნდა რუსი ბიზნესმენისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაყოფიას სახელი, რომელმაც, თუ სწორად ვიცი, რამდენიმე დღის წინ განაახლა რუსული პასპორტი და დღემდე რუსეთის მოქალაქე და ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენია. გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილის სახელი, რომელიც დავით იაკობაშვილის ბიზნესპარტნიორი თუ რაღაც ასეთი ყოფილა. გამოჩნდა ქართველი, „ნაცმოძრაობის“ წევრის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, კახა დამენიას სახელი, რომელმაც, როგორც ჩანს, მილიონები იშოვა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას. გამოჩნდა კიდევ არაერთი ცნობილი სახე „ნაცმოძრაობიდან“. ესენი არიან ის კრიმინალები, რომლებიც აზიანებენ ქვეყანას, თორემ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფულის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს წინსვლას და ამ ქვეყანაში ქველმოქმედებას მოახმარა. ნეტა, ოპოზიციიდან რომელიმე მათგანი ამის მეათედს კი არა, მეათასედს აკეთებდეს, გაცილებით უკეთესად იქნებოდა დღეს საქართველოში ეკონომიკის საქმე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.