გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზაზა გაბუნია: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება

8-10-2018

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კვლავ იმუშავებს და ის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში იქნება ასახული.


„ამ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იმუშავა  და გააკეთა მისი ანალიზი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაიმართა კონსულტაციები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გადაწყვეტილება ამ პროგრამის აღდგენის თაობაზე. ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამით სასარგებლო შედეგები მოუტანონ დასახლებას, თემსა და სოფელს“-აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.


კომიტეტის თავმჯდომარის,  განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს, კომიტეტის სხდომაზე პროგრამის შინაარსობრივ მხარეზე ისაუბრებენ.