გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ამოცანა ასეთია: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ უკრაინიზაცია; მეორე - ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე

18-04-2024

„ხალხის ძალის“ წერილს გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წერილში საუბარია იმ საფრთხეებზე, რომლის თავიდან აცილება საქართველოს უმთავრესი ამოცანაა.

 

დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკურის გარდა ეკონომიკურ ასპექტებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ევროპის ეკონომიკის შესამჩნევი სტაგნაციის საქართველოზე გავრცელების ალბათობაც ასევე უნდა იქნეს თავიდან აცილებული.

 

„სცენარის ნაწილი იყო, როდესაც შუაგულ ევროპაში რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი გაჩაღდა. ეს ევროპისთვის არ არის პირველი შემთხვევა - სამი ომი განიცადა 2008 წლის შემდეგ.


თუ ბოლოდროინდელ ეკონომიკურ სურათს ვნახავთ, თავად ევროპის ეკონომიკა განიცდის სტაგნაციას, იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მისი ეკონომიკა დღემდე მხოლოდ 10 პროცენტითაა გაზრდილი. თუ შევადარებთ ამერიკის ეკონომიკას, რომელიც ორჯერაა გაზრდილი, რა თქმა უნდა, დავინახავთ სურათს - ამ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ სქემაში ევროპამ საკმაოდ დიდი ზიანი მიიღო. ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ ჩვენც: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.