გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველო დეკადური ზრდის პროგნოზი სამი მიმართულებით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულებშია

19-04-2024

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა (2029 წლის ჩათვლით).

 

საქართველო დეკადური (ათწლიანი) ზრდის პროგნოზი სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში.

 

  • ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდა

 

  • $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ზრდის ტემპი

 

  • $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში ზრდის ტემპი

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეს ათწლედური საპროგნოზო შედეგი 2019 წელთან, ანუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა, რითაც საბოლოოდ გაქარწყლდა უსაფუძვლო ნარატივი, რომ მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის გამორჩეული მაჩვენებლები 2020 წლის ძლიერი ეკონომიკური ვარდნის ეფექტით იყო გამოწვეული და პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის კარგი პერსპექტივა არ უჩანდა.

 

 

 

  1. ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით 2029 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს და ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერია. ამ პერიოდში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკას, რომლის ეკონომიკა 2019 წელთან შედარებით 2029 წელს 967 %-ით იზრდება (საშუალოწლიურად 26,7%) , შემდეგ მოდის ბანგლადეში (საშუალოწლიურად 5,3%) და საქართველო (საშუალოწლიურად 5,3%) (2-ე / 3-ე ადგილი), რომელთა ეკონომიკა აღნიშნულ ათწლედში 68%-ით იმატებს, შემდეგ კი 60%-ანი ეკონომიკური ზრდით 4-ე/5-ე პოზიციაზე ინდოეთი (საშუალოწლიურად 4,8%) და ვიეტნამია (საშუალოწლიურად 4,8%).

 

  1. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის ათწლიანი საპროგნოზო ზრდის ტემპის მიხედვით 2029 წელს საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. სავალუტო ფონდის შეფასებით 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა და 23 236 დოლარს გადააჭარბა . 2024 წელს მსყიდვეულუნარიანი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ხდება 25 248 დოლარზე მეტი, 2029 წლისთვის კი აჭარბებს 35 642 საერთაშორისო დოლარს.

 

  1. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულზე 2029 წელს 12 900 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს, 2020 წელთან შედარებით გასამმაგდება, 2021 წელთან შედარებით კი ორნახევარჯერზე მეტად იზრდება. უშუალოდ 2029 წელს ფონდის პროგნოზით საქართველოს ნომინალური ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ამერიკულ დოლარში 8,6%-ით გაიზრდება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ მცირე, თუნდაც ამ ბოლო, ანუ 2029 წლის ზრდის საპროგნოზო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს მშპ ერთ სულზე 2030 წელს გადააჭარბებს 14 018 აშშ დოლარს, რითაც გადაასწრებს თურქეთის(!!!) 2029 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს (14 011 $) და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით(!!!).

 

4. ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (GDP PPP, current prices) 2024 წელს გადააჭარბებს 94 მლრდ დოლარს და უკვე სამი წელია რაც უსწრებს ლატვიას, რომელიც 2024 წელს 79 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. სავალუტო ფონდის პროგნოზით მომდევნო ორ წელიწადში, ანუ 2026 წელს საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 107 მილიარდ 401 მილიონი დოლარი გახდება და იმავე წლიდან გადააჭარბებს ლუქსემბურგს 1 მილიარდ 423 მილიონი დოლარით (წინა პროგნოზის მიხედვით 2028 წლიდან უნდა გაგვესწრო). 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას _ ლუქსემბურგს, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსს, მალტას და ისლანდიას. 2029 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 131 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს.