გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში  ბინის მიღების მოთხოვნით დევნილთა განაცხადების შევსება დაიწყო

8-10-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ბათუმში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს. ვინაიდან ბინების გარკვეული რაოდენობა გასანაწილებელი დარჩა, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადდა.


ამჯერად, განაცხადების შევსება როგორც აჭარაში რეგისტრირებულ, ისე თბილისში, 2013 წლის 1-ელ ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეეძლებათ.

განაცხადების მიღება დღეიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება მხოლოდ იუსტიციის სახლის ფილიალებში შეეძლებათ. 


ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 164 დევნილ ოჯახს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა.