გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბუნება, რასაც შენარჩუნება და დაცვა სჭირდება

8-10-2018

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბუნება, რასაც შენარჩუნება და დაცვა სჭირდება,- ამის შესახებპრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.


„ეკოლოგია და გარემოს დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან განსხვავებული დამრავალფეროვანი ბუნება. ასეთი მრავალფეროვანი, ასეთ პატარა მიწაზე არსად არსებობს და ყველამ ვიცით, რომ ეს არის ჩვენი ნიშანი. სწორედ ამას სჭირდებაშენარჩუნება და დაცვა. ეს ყველა ჩვენგანისგან პიროვნულად მოითხოვს, რომ ვიყოთ ძალიან კარგად გათვითცნობიერებულები, თუ რას ნიშნავს ბუნების დაცვაყოველდღიურობაში.


ახლა აიკრძალა პოლიეთილენის პარკები და არის ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი, რადგან აფრიკაშიც კი მინახავს, თუ როგორ არის გადაფარული კილომეტრები ამსაშინელებით, რომელსაც სჭირდება 40 წელი განადგურებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ, რას უშვება ეს ჩვენს ბუნებას, ამიტომ ეს არის თითოეულ ადამიანზედამოკიდებული“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.