გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: თუ 11 წელი მედია თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობაა, როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას

19-04-2024

„ჯერ კიდევ ვერ შეძელით, რომ აღიაროთ თქვენი შეცდომები და გაარკვიოთ სად ხართ. წარსულში ხართ ისევ, თუ აწმყოში ხართ და მართლა გინდათ პოლიტიკური სისტემის ნაწილი იყოთ, რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე მუშაობს“-ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.


თალაკვაძე ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ -„საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი მედია ამ ქვეყანაში“.


„მინდა გამოვეხმაურო სიმბოლურ წამოცდენას, რაც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ქალბატონმა თქვა: მე ამ ტრიბუნასთან ვდგავარო, მადლობა ღმერთს რომ ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიაო. მე მინდა მას კითხვა დავუსვა.


ჯერ კიდევ- თქვენს განმარტებით ლექსიკონში რა პერიოდს მოიცავს- 10-15 წუთი, ერთი საათი, ერთი დღე თუ ერთი კვირა? იმედია თქვენს ლექსიკონში 11 წელი არ არის ჯერ კიდევ, ხომ? ანუ, 11 წელი თუ მედია თავისუფალია, ბიზნესი თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობა არის დაცული, თუ პარლამენტში მეტი პარტიები ხართ წარმოდგენილი, თუ არჩევნებზე 11 წელია დამკვირვებლები ამბობენ, რომ ძირითადი წესების დაცვით ტარდება.


თუ 11 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი, ევროპოლი -ბატონი გომელაური რომ ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენი პოლიცია გახდა ევროპოლის თანასწორი პარტნიორი, ანუ, შევიდა ევროპასთან თანასწორ თანამშრომლობაში, თუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, 11 წელი ასე მიდის, მაშინ როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, რომ ქვეყანა ჩამოშორდა თითქოს ევროპულ ორბიტას და თითქოს ამ ქვეყანაში აღარ არის არანაირი ღირებულება და დასავლეთს დავშორდით. ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ატყუებთ ხალხს და ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.