გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მაკა ბოჭორიშვილი: რატომ არის სრულიად სამაყრო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

19-04-2024

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ არის მათ ქვეყანაში ჩართული პოლიტიკის კეთებაში, რატომ არ შეუძლია იმავე შესაძლებლობით საქართველოს მოქალაქეს სარგებლობა.


მისი განცხადებით, აღნიშნული კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, შესაბამისად, "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეებს ან სათანადო ინფორმაცია არ აქვთ, ან სხვა ინტერესი გააჩნიათ.


"ის თუ დასაშვებია, რომ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას პროცესების შესახებ, რომელიც უკავშირდება მათ ქვეყანაში პოლიტიკის კეთებას, რატომ არ შეიძლება, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც საქმე ეხება გარკვეული ორგანიზაციების - ამ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას პოლიტიკაში, საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.


რა თქმა უნდა, ეს კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, რატომ არის სრულიად სამაყრო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას. აქ არის ერთი ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.