გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

19-04-2024

გაერთიანებული არაბთა საამიეროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მიერ ორგანიზებული რიგით მეთოთხმეტე ასამბლეა გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობა. ასამბლეაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნა, კვალიფიციური მუშახელის მომზადება-გადამზადება, მწვანე წყალბადის წარმოების ხელშეწყობა, ტრანსპორტის სექტორში განახლებადი ენერგიების გამოყენება, მდგრადი ბიოენერგიისა და ბიოსაწვავის განვითარებას და ა.შ.


საქართველოს დელეგაციის ხელმძვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარგალიტა არაბიძემ მოხსენება გააკეთა საქართველოში სუფთა ენერგიის განვითარების კუთხით განხორციელებული ქმედებების შესახებ. მისი თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარი, მზე და სხვა) რესურსების მდგრადი ათვისება, ასევე როგორც მწვანე წყალბადის მიმართულების განვითარება ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია.


მარგალიტა არაბიძემ ასევე გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო განახლებადი ენერგიების სააგენტოს (IRENA) მიმდინარე ტექნიკური დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებში მომზადება განახლებადი ენერგიის დანერგვის მზაობის კომპლექსური ანგარიში.


ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, როგორც განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა, მოდერაცია გაუწია პლენალურ სხდომას სახელწოდებით: „პოლიტიკა და უნარები ენერგეტიკული სექტორის დაჩქარებული გარდაქმნისთვის".