გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი: არა „რუსულ სარწმუნოებას" - აი რაში ყოფილა საქმე - არ მინდა რამე ზედმეტი წამომცდეს, კარგი იქნებოდა ამ ყველაფერზე გამოცდილი ფსიქიატრების და ნარკოლოგების კვალიფიციური განმარტებების მოსმენა

21-04-2024

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის მოწოდებას - „არა რუსულ სარწმუნოებას“ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც დავით ქართველიშვილი ამბობს, მსგავსი მოწოდებები ახალგაზრდა, ეგზალტირებული გოგონას მხრიდან პოლიტიკას სცდება და არის წმინდა სამედიცინო პრობლემა. მისივე თქმით, კარგი იქნება გამოცდილი ფსიქიატრების და ნარკოლოგების კვალიფიციური განმარტებების მოსმენა.


„როგორ შეიძლება „სარწმუნოება" დაგვეტოვებინა, როდესაც ჩვენ ყველაფერი რუსულის წინააღმდეგ დავდეთ ფიცი, ამ დროს რუსულთან ერთი და იგივე სარწმუნოება გვაქვს - რა თქმა უნდა ამოვიღებდით," - ამას რომ მოვუსმინე, მივხვდი რომ უმძიმესი ნარკოტიკული ზემოქმედებით გამოწვეულ ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე. ახალგაზრდა, ეგზალტირებული გოგონა გვიხსნიდა დღეს ამას.


არა „რუსულ სარწმუნოებას" - აი რაში ყოფილა საქმე. არ მინდა რამე ზედმეტი წამომცდეს - კარგი იქნებოდა ამ ყველაფერზე გამოცდილი ფსიქიატრების და ნარკოლოგების კვალიფიციური განმარტებების მოსმენა. ეს აღარაა მხოლოდ პოლიტიკური აშლილობის ან ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების შედეგი - ეს არის ამასთანავე წმინდა სამედიცინო პრობლემა. პანდემიის დროს ლამის საყოველთაო აცრის პროპაგანდა მესმის, ამ შემთხვევაში რა ვქნათ? მივუშვათ ქვესკნელის ბოლომდე? - წერს დავით ქართველიშვილი.