გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით მათიკაშვილი "გამჭვირვალობის კანონპროექტზე": გარე და შიდა აქტორებს არ სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი კანონპროექტია, რომ კითხვაზე, რატომ შეიძლება ამ მოთხოვნამ დაგვაშოროს ევროპას, სათანადო პასუხი ვერავის ექნება

21-04-2024

რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ვინმე არგუმენტირებულად ამ კუთხით რაიმე ფორმით კითხვებს დასვამს, ეს ასე არ არის. პირველმა მოსმენამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი დაგვანახა, რომ იყო ყვირილი, ძალადობა, ჩხუბი - ყველაფერი, არგუმენტირებული კითხვების გარდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა "გამჭვირვალობის კანონპროექტის" შესახებ საუბრისას განაცადა.


მისი თქმით, როგორც შიდა, ისე გარე აქტორებს არ სურთ, კანონპროექტის განხილვა, ვინაიდან, მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საქართველო რაიმე ფორმით ევროპას დააშოროს.


"არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს არ სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი, ადვილად გასაგები არის ეს კანონპროექტი, რომ კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას, რაიმე ფორმით ააცდინოს ამ გზას, ამაზე, რა თქმა უნდა ცხადია, ვერავის სათანადო პასუხი ვერ ექნება" - განაცხადა დავით მათიკაშილმა.