გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი: ახლა ბრძოლა მიდის იმაზეც, საკუთარ ქვეყანაში პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს, თუ მხოლოდ სხვა ადამიანების ტანის გრძნობებზე და ყურში მოსმენილ ჰარმონიებზე უნდა იყოს დამოკიდებული

22-04-2024

„სუვერენიტეტის პირდაპირი შეზღუდვაა, წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინონ“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე კომენტირებისას განაცხადა.


როგორც მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოში უღირსი ჩარევა.


„ყოვლად დაუშვებლად, უღირსად ხდება საქართველოს სახელმწიფოში ჩარევა - თუ რომელი კანონი უნდა მიიღოს და რომელი არა. სუვერენიტეტის პირდაპირი შეზღუდვაა, წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინონ. ამიტომაც, ახლა ბრძოლა მიდის და არა მხოლოდ იმაზე, არასამთავრობო სექტორის თანხები გამჭვირვალე იქნება თუ არა, არამედ იმაზეც, საკუთარ ქვეყანაში პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს, თუ მხოლოდ სხვა ადამიანების ტანის გრძნობებზე და ყურში მოსმენილ ჰარმონიებზე უნდა იყოს დამოკიდებული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.