გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რაგბის კლუბი - „არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია

22-04-2024

რაგბის კლუბი - „არმია“ რაგბის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე წყალტუბოს რაგბის გუნდს შეხვდა. ქუთაისში, „აიას“ სტადიონზე გამართულ მატჩზე „არმიამ“ წყალტუბოს გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 56-22 დაამარცხა. კლუბი „არმია“ ფინალურ ეტაპზეა და შემდეგ შეხვედრას ასპინძის „ტაოსთან“ გამართავს.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამხედრო მოსამსახურეები და მორაგბეთა ოჯახის წევრები გულშემატკივრობდნენ.


რაგბის კლუბის წევრები ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდნენ.