გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

22-04-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად (კერძოდ, სხეულის რენტგენო სკანერით), დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საერთო წონით - 464.06 გრამი გამოვლინდა.


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ნაკეთობები 4 შეკვრად იყო დაფასოებული და სამართელდამრღვევ მოქალაქეს ქურთუკის ჯიბეებში ჰქონდა ჩადებული.


არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 55 654.72 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.