გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქ.თბილისის N137 სკოლაში ლექცია „დედამიწის ისტორია - პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე“ გაიმართა

22-04-2024

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების გაერთიანება ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, დედამიწის დღე ყოველწლიურად ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევებზე. წელს დედამიწის დღის თემაა „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“ და მოუწოდებს საზოგადოებას შეამციროს პლასტმასის გამოყენება.


გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე სასაუბროდ, „დედამიწის დღის”  ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის ლექცია  „დედამიწის ისტორია - პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე“ გაიმართა. ქ.თბილისის N137 სკოლის მოსწავლეები დედამიწის განვითარების ისტორიას და ლურჯი პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს გაეცნენ.

 

,,დედამიწის დღე’’ პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა, როდესაც საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო.