გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: ხოშტარია სხვებს „ებრძვის“ - ვითომ რუსეთის წინააღმდეგ არის მაშინ, როდესაც დღემდე რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება

22-04-2024

„იმედის კვირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოქალაქემ მათ მიაწოდა მტკიცებულება, „თუ როგორ ესაუბრება ელენე ხოშტარიას დედა შუამავალს მოსკოვში და უხსნის, როგორ განახორციელოს მორიგი ტრანზაქცია რუსეთიდან,“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.


როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინფორმაციით დადასტურდა, რომ „დროას“ ლიდერი რუსეთიდან ფინანსდება.


„აქამდე პირდაპირ არ მინახავს, როგორ იღებდა ხოშტარია რუბლებს რუსეთიდან, მაგრამ ტანით ვგრძნობდი ამას. ახლა უკვე საჯაროდ გაცხადდა და დავინახეთ, რომ მისი ოჯახის წევრები ამ რუბლებს ითხოვენ და თან ცდილობენ, რომ ახლა ეს რუბლი ყელში არ გაეჩხიროთ და გადაახურდაონ. ფუნტ სტერლინგად მიიღონ თუ დოლარით შემოვიდეს - ამაზე მიდის მსჯელობა. არც ერთ ვალუტაზე უარს არ ამბობს და მისი ერთ-ერთი ლიდერის ციტატას მიჰყვება, რომ „ფულს სუნი არ უდის,“ თან ამ დროს სხვებს „ებრძვის“ - ვითომ რუსეთის წინააღმდეგ არის მაშინ, როდესაც რუსული განათლება აქვს, სპეცსამსახურები იქ აქვს გავლილი და დღემდე რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს არის ზუსტად ის ფარსი, რაშიც უნდათ, რომ საზოგადოება გახვიონ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.