გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: ვიღაცეებს უნდათ, უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ, ამას არ დავუშვებთ - მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა

22-04-2024

"ვიღაცეებს უნდათ, უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ, ამას არ დავუშვებთ. მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა.


მისი თქმით, ერთის მხრივ, ვერავინ გვასწავლის ტოლერანტობას, ამასთან უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ოჯახური ღირებულებები დავიცვათ.


„მაშინ, როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ ამაზე და გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ ევროპის, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა, მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი გამორჩეული დამოკიდებულება. ერთის მხრივ, ვერავინ გვასწავლის ტოლერანტობას, ვერავინ დაგვიწუნებს იმ ტრადიციას, რომელსაც ჰქვია ნებისმიერი განსხვავებული ცხოვრების წესის, ნებისმიერი განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანის მიმართ რამდენად ვიცავდით ყოველთვის და არა ბოლო წლების განმავლობაში - საუკუნეების განმავლობაში ყველას უფლებას და მეორე მხრივ, რამდენად იცავდა ყოველთვის ქართველი კაცი და ქალი თავის ოჯახურ ტრადიციებს და ღირებულებებს.


დღეს, როდესაც ვიღაცეებს უნდათ, რომ ისე შემოგვასაღონ ეს საკითხი, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აზილონ, აურიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. პირიქით, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, ეს არის ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომ რაც შეიძლება მკაცრად, მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არავის აინტერესებს, არცერთ ჩვენგანს, დარწმუნებული ვარ, არცერთ ადამიანს, ვინც ამ დარბაზშია და ამ ქვეყანაში დიდ უმრავლესობას ასევე, ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს. ჩვენ ამ ნაწილშიც უნდა ვიყოთ შეუვალები და არავითარ შემთხვევაში რაიმე სახის განსხვავება სხვისგან, უმცირესობის წარმომადგენლობა ან არატრადიციული ცხოვრების წესის არჩევა არ უნდა იყოს ადამიანის მიმართ არათუ უფლებების შელახვის, ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულების საფუძველიც კი.


ყველას უფლება, ნებისმიერი რამის მიუხედავად უნდა დავიცვათ ერთნაირად, ყველას უფლება უნდა დავიცვათ უპირატესად, მაგრამ ამავე დროს, თუკი ვინმეს უფლების დაცვაზეა საუბარი, ჩვენ უნდა შევძლოთ და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები, ქვეყნის მომავალი, ჩვენი ოჯახური ღირებულებები დავიცვათ და დავიცვათ ჩვენი არასრულწლოვნები, რომლებზეც არა ჩვენმა შეფასებებმა, არამედ კვლევებმა, მაგალითად გელაპ-ის კვლევა არსებობს, რომელმაც დაადასტურა, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა თავის გარკვეულ გავლენას ახდენს. ეს ჩვენ არ გვითქვამს, არც მოგვფიქრებია, მაგრამ დაადასტურა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებმა. შესაბამისად ამისა, თუ ჩვენ ამ ორ რაღაცას ერთმანეთისგან მკაცრად, მყარად, მტკიცედ გავმიჯნავთ, ჩვენ მართლები ვიქნებით ნებისმიერი ადამიანის წინაშე, რომ მათ უფლებებს დავიცავთ და მათი ინტერესიც ამაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერის უფლება იყოს დაცული და ამავე დროს ჩვენ დავიცავთ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებს, კულტურას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.