გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: „არა რუსულ კანონს“ ვერ იმუშავებს, იმიტომ, რომ არცერთი არგუმენტი იმის, რომ ეს არაა დემოკრატიული კანონი და რომ კანონი რუსულია, ამერიკულია, ფრანგულია ან იმ კანონის ანალოგია, რომელსაც ევროკავშირი იღებს, ოპოზიციას არ აქვს

22-04-2024

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვა იმ პროცესების ლუსტრაციას მოახდენს, რომელიც პარლამენტში მის ინიცირებას ახლავს თან. როგორც ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა განუცხადა, ოპოზიცია იძულებული იქნება შემოვიდეს მუხლობრივ განხილვაში და ეს კარგიცაა, ვინაიდან აშკარა გახდება, რომ კანონი სულაც არ არის ანტიდემოკრატიული.


შესაბამისად, როგორც „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რადიკალებისა და მათი დამკვეთების ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“ ვერ იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვა მომავალ სასესიო კვირას იგეგმება.


„მეორე მოსმენით განხილვა იმიტომ არის კარგი, რომ ოპოზიცია იძულებული იქნება შემოვიდეს მუხლობრივ განხილვაში. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამას იზამენ, მაგრამ იძულებულები უნდა იყვნენ ჩაერთონ განხილვაში. „არა რუსულ კანონს“ ვერ იმუშავებს, იმიტომ, რომ არცერთი არგუმენტი იმის, რომ ეს არაა დემოკრატიული კანონი და რომ კანონი რუსულია, ამერიკულია, ფრანგულია ან იმ კანონის ანალოგია, რომელსაც ევროკავშირი იღებს, ოპოზიციას არ აქვს


შესაბამისად, აქამდე ძირითადად გამოდიოდნენ ლოზუნგებით. ახლა, როცა მუხლობრივ განხილვებში მოუწევთ შემოსვლა, მკაფიოდ გამოჩნდება, რომ ეს არის კანონი, რომელიც მოქმედებს ძალიან ბევრ ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყანაში“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.