გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: მესტიის აეროპორტს სრულიად განახლებული სამგზავრო ტერმინალი ექნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო კარგად ვემსახუროთ მგზავრებს

22-04-2024

მესტიაში ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება იწყება - პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მესტიის აეროპორტს სრულიად განახლებული სამგზავრო ტერმინალი ექნება. ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე ჩაატარა კონკურსი, სადაც საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება - კონკურსში 18 ქართული არქიტექტურული კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებული გახდა კომპანია Green Studio, რომელმაც ტერმინალის საუკეთესო პროექტი წარადგინა.


„ვფიქრობ, მესტიისთვის ეს იქნება კიდევ ერთი, ახალი მიზიდულობის ცენტრი, ეს იქნება ვიზუალურადაც გამორჩეული, ასევე შინაარსით და ფუნქციურად საკმაოდ კარგი, ახალი საავიაცო ტერმინალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო კარგად ვემსახუროთ მგზავრებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ამასთან, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, ტურიზმის ზრდის გათვალისწინებით სვანეთში არსებული საავიაციო ინფრასტრუქტურა დღესდღეობით საკმარისი აღარ არის - მესტია და, ზოგადად, სვანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია, ამ მიმართულებით ტურისტების დაინტერესება საკმაოდ დიდია, რის გამოც მიღებულ იქნა ახალი სამგზავრო ტერმინალის აშენების გადაწყვეტილება.


„მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგები ტურისტთა რაოდენობის კუთხით საკმაოდ შთამბეჭდავია - ჩვენ გადავაჭარბეთ არათუ გასული წლის, არამედ 2019 წლის მონაცემებსაც და მილიონზე მეტი ტურისტი გვყავდა, 1,300 000 ვიზიტორი. ასე რომ, ვფიქრობ, რომ პროგნოზები, რომელიც ტურიზმის სექტორში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების კუთხით 2024 წლისთვის გვქონდა, აბსოლუტურად გამართლდება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


გამარჯვებული პროექტის თანახმად, ახალი ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის გამტარუნარიანობაზე გათვლილი, თანამედროვე სტილის, ერთსართულიანი შენობა იქნება. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სერვისები, კვებისა და სავაჭრო სივრცეები. ტერმინალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება.