გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

22-04-2024

„ვფიქრობ, გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანა არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდნენ სწორად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განმარტა, საპარლამენტო ფორმატში მოხდება კანონპროექტის პუნქტობრივი განხილვა და საზოგადოებას ექნება მისი შეფასების უფრო უკეთესი შესაძლებლობა.


„კანონის მიღების პროცესში იქნება შინაარსობრივი განხილვები საპარლამენტო ფორმატში, ვფიქრობ, რომ ეს სწორი ფორმატი, ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. იცით, რომ პარლამენტში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, ამიტომ, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებსაც განსაკუთრებული წინააღმდეგობა აქვთ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, შეეძლებათ, კონკრეტულ მუხლებზე, კონკრეტულად შინაარსზე დასვან კითხვები და საზოგადოება შეაფასებს, თუ რა არის ამ კანონის შინაარსის მიღმა, ყველა გაიგებს, რა არის არგუმენტები, რა არის კონტრარგუმენტები და დასკვნას გამოიტანს" - აღნიშნა მინისტრმა.


მისივე შეფასებით, როცა საუბარია გამჭვირვალობის მოთხოვნაზე, ანგარიშვალდებულებაზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია.