გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

22-04-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.


გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკაც.


შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.

 

შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი დაესწრო.