გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ

23-04-2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.kPublicRelations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.


ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, კომერციული სექტორის და მედიის წარმომადგენლები.


5-დღიანი ტურის ფარგლებში,სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ,  დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.kPublicRelations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია  მიმდინარე წელსაც გრძელდება.


ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანიაქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის პირველ  კვარტალში საქართველოდან გერმანიაში300 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31% შეადგინა.