გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: ფსევდოლიბერალური მედია მუშაობს ასე - დააბრალე, დაადანაშაულე, რეპუტაცია და ღირსება შეულახე, ხოლო თუ რამეა - ერთი ბოდიში მოიხადე და გააგრძელე მოღვაწეობა მომავალ ნაძირალობამდე

23-04-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ მიერ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით მათ გავრცელებულ სტატიაზე მოგვიანებით ბოდიშის მოხდას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

საქმე ეხება „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მითითებული იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ 20 ჰექტარი ტყე 1 ლარად გადასცა სიღნაღში, მდინარე ალაზნის სანაპიროზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი/ბათუმელებმა“ ბოდიში მოიხადა და მას შეცდომა უწოდა. ზურაბ ქადაგიძის თქმით, ფსევდოლიბერალებისგან საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის ბოლო დროს მოხშირდა მიზანმიმართული ცილისწამება თუ დეზინფორმაცია, რასაც ბოლოს უბრალოდ შეცდომას უწოდებენ და ბოდიშს იხდიან ხოლმე, თავის გამართლების მიზნით.

 

„ჯერ მძიმე დანაშაული დააბრალეს შალვა პაპუაშვილს და ახლა - უი, შეცდომა მოგვივიდაო… აი, ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ რომ პარალელური დათვლა გააყალბა და მერე ტექნიკურ შეცდომად აღიარა, იგივე ნაძირალობა! რა პრობლემაა? მთავარია ფსევდოლიბერალურ სექტას წარმოადგენდე. დააბრალე, დაადანაშაულე, რეპუტაცია და ღირსება შეულახე, ხოლო თუ რამეა - ერთი ბოდიში მოიხადე და გააგრძელე მოღვაწეობა მომავალ ნაძირალობამდე… აი, ასეთი მედიები აპროტესტებენ გამჭვირვალობის კანონპროექტს და წარმოიდგინეთ - ამათი უცხოური დაფინანსება უცნობია და უკვე როგორი სიბინძურეა, ხოლო, როდესაც გამჭვირვალე გახდება - რა მასშტაბის ნაგავი ამოტივტივდება?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.