გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: ფაქტია, რომ თავად ევროკავშირი გამჭვირვალობის შესახებ ევროდირექტივას იღებს - ამ ფონზე საქართველოსთვის კანონპროექტის დამტკიცების აკრძალვა კითხვებს აჩენს

23-04-2024

„[ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან], ევროპული ბიუროკრატიის ორმაგის სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რაც, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, დაუშვებელია“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


ეკა სეფაშვილის თქმით, „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზას მტკიცედ ადგას და გამჭვირვალობა წმინდად ევროპული ღირებულებაა.“

„ფაქტია, რომ თავად ევროკავშირი გამჭვირვალობის შესახებ ევროდირექტივას იღებს, რომელიც მალე ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი გახდება. ამ ფონზე საქართველოს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება კითხვებს აჩენს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.