გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ვერანაირი სექსი ვერ შეედრება რევოლუციურ წარმატებას“ - სააკაშვილი

6-12-2017

"ვერანაირი სექსი ვერ შეედრება რევოლუციურ წარმატებას" - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოცემა "სტრანასთან" ინტერვიუში. 

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან:

"ზუსტად ვიცი, ვერ შევძლებ ვიჯდე სადღაც პოლონეთში და თითები ვიკვნიტო. ეს სიკვდილზე უარესია. რა უნდა გავაკეთო პოლონეთში ან ჰოლანდიაში"?! 

"დავით საყვარელიძემ როცა გაიგო, რომ ქართულ რესტორანში ვიკრიბებოდით თქვა - რა ჯანდაბა გვინდა ქართულში?! ის თვლის, რომ ჩვენ საქართველოს ისტორიიდან უნდა წავიდეთ". 

"მე საბოლოოდ გავხდი უკრაინელი, როცა შეგინის საზღვარი გადმოვკვეთე. მომენტალურად დავიწყე არყის სმა. ჯერ კიდევ პოლონეთში ყოფნისას ღვინოს ვსვავდი, აქ არაყს. ადრე, ცხოვრებაში არაყი არასდროს დამილევია. ვიღაცამ მიითრა, რომ არაყი სმით წონაში დაიკლებო, და მართლაც - 27 კილო დავიკელი. 

ახლა საომარ კამპანიაში ვარ, აქამდე ვსუქდებოდი, რადგან ადრენალინი არ იყო. ახლა, როგორც 90-იან წლებში, საარჩევნო კამპანიის დროს შემეძლო მეჭამა 50 ხინკალი, 10 პიცა და საერთოდ არ გავსუქებულიყავი". 

"უკრაინაში ყოველთვის აგდებდნენ პრეზიდენტებს. კრავჩუკი გააგდეს, შეუმცირეს რა საპრეზიდენტო ვადა. კუჩმა ძლივს წავიდა მეორე ვადაზე. ახლა პოროშენკოს პირადი რეიტინგი 5 პროცენტია. ამაზე ქვემოთ ვეღარ დაეცემი. პოროშენკოს, რომელსაც ყოველდღე ყველა ტელევიზია აჩვენებს, ისეთივე რეიტინგი აქვს, როგორც მე, რომელსაც არსად მაჩვენებენ".    

 


წყატო: "პრაიმტაიმი"