გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ ყაველაშვილი: ასეთი მაღალი დონის სტადიონის მშენებლობის დაწყება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისთვის, არამედ - მთლიანად ქვეყნის წარმოჩენისთვის

23-04-2024

„ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილია თანამედროვე, 70-ათასიანი საფეხბურთო არენის მშენებლობა.


მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ასეთი მაღალი დონის სტადიონის მშენებლობის დაწყება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისთვის, არამედ - მთლიანად ქვეყნის წარმოჩენისთვის.


„2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სპორტის მესვეურებს განუცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რათა სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მასპინძლობა შესძლებოდა და ჩვენს ქვეყანაში მაღალი დონის ტურნირები ჩატარებულიყო.


შესაბამისად, ასეთი მაღალი დონის სტადიონის მშენებლობის დაწყება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისთვის, არამედ - მთლიანად ქვეყნის წარმოჩენისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.