გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: ბესიკ ხარანაულს და ლანა ღოღობერიძეს მივმართავ, ბავშვი რომ პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს და ჩვენ, პარლამენტის წევრებს მოღალატეებად შეგვრაცხავს, რასაც თქვენ მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდით - ძალიან მაინტერესებს, ეს მოგწონთ?

23-04-2024

"ხალხის ძალის" წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, ხელოვნების სფეროს იმ წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც "გამჭვირვალობის კანონს" ეწინააღმდეგებიან.

ის ინტერესდება, რამდენად მისაღებია კონკრეტულად ბესიკ ხარანაულისა და ლანა ღოღობერიძისთვის, კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე არასრულწლოვანების განწყობა, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას და პარლამენტარებს მოღალატეებად შერაცხავენ.


"ბესიკ ხარანაულს მივმართავ, მის პოეზიაზე ვიზრდებით და მგონი, კიდევ ლანა ღოღობერიძე არის, მის ფილმებზე გავიზარდეთ. მივმართავ: ბატონო ბესიკ, ქალბატონო ლანა, 11 წლის, 15 წლის, 16 წლის ბავშვი, ასეთი განწყობით რომ პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს და პირდაპირ შეგვრაცხავს ჩვენ, პარლამენტის წევრებს მოღალატეებად, ეს ხომ ვიცით სად კეთდებოდა და როდის იყო, რასაც თქვენ მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდით. ძალიან მაინტერესებს, ეს მოგწონთ?" - განაცხადა ყაველაშვილმა.