გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს

23-04-2024

„დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.


მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური პოლიტიკა შავი ფულით ფინანსდება.


„შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანით, გაგრძელებული არჩევნების შედეგების ISFED-ის ხელით გაყალბებით, ასევე შარლ მიშელის ცნობილ დოკუმენტში ჩაწერილი 43%-ანი ბარიერით. ეს ბარიერი აბსოლუტურად გაუგებარი იყო და დოკუმენტში ჩაიწერა ვადამდელი არჩევნების ლეგიტიმაციის რეალიზების იმედით, რადგან ფიქრობდნენ, რომ მმართველი გუნდი ამ ბარიერს ვერ გადალახავდა. სწორედ, ამ ბინძური პოლიტიკის უზრუნველყოფა ხდება შავი ფულით.


დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად. ანუ ცდილობენ პროპაგანდით ხელი შეუწყონ მათი რიცხოვნობის გაზრდას. ეს კი ნიშნავს ქართული იდენტობის, ტრადიციების და ღირსების წინააღმდეგ ბრძოლას,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.